გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მაია ცქიტიშვილი: განისაზღვრა სექტორები, რომელიც ეპიდემიის შედეგად დაზარალდა

20-03-2020

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ის ეკონომიკური ზიანი, რომელიც მიადგა ჩვენს ეკონომიკას კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მინიმუმამდე დავიყვანოთ, ისევე, როგორც განვსაზღვროთ ეკონომიკის სტიმულირების ის ღონისძიებები, რომელიც დაეხმარება ამ სექტორებს, სწრაფად გადალახონ ეს კრიზისი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პრემიერსა და ეკონომიკურ გუნდს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განისაზღვრა ის სექტორები, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად დაზარალდა და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება პაკეტი, რომელიც მიმართული იქნება ამ სექტორების დასახმარებლად.

„დღეს გვქონდა შეხვედრა ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრთან, სადაც ჩვენ განვსაზღვრეთ ის პრიორიტეტული სექტორები, რომლებიც ყველაზე ძალიან დაზიანდა კორონავირუსის შედეგად და უახლოეს მომავალში ჩვენ წარვადგენთ იმ პაკეტს, რომელიც იქნება მიზნობრივი, პირდაპირი და კონკრეტული და რომელიც იქნება მიმართული უშუალოდ იმ ადამიანების და იმ სექტორების დასახმარებლად, რომელიც დაზიანდა ამ რეალობის შედეგად. ვხედავთ იმას, რომ აუცილებელია გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებების მიღება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის მიერ გუშინ გაცემული რეკომენდაცია დამატებით საცალო ვაჭრობის ობიექტების მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, აუცილებელია იმისთვის, რომ შენელდეს ეპიდემიის გავრცელება და შემცირდეს რისკი ქვეყნის ეკონომიკაზე.

„ასეთი ტიპის შემზღუდავი ღონისძიებების გარეშე გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე იქნება კიდევ უფრო დიდი აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მოსახლეობას და ბიზნეს სექტორს, რომ აუცილებელია ყველა რეკომენდაციის დაცვა, რათა სწრაფად შევამციროთ შესაძლო რისკები, სწრაფად გადავლახოთ ის კრიზისი, რომელიც მთელ მსოფლიოშია და მივცეთ ჩვენს ეკონომიკას შესაძლებლობა, უფრო სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს ნორმალურ ფუნქციონირება“, - განაცადა მაია ცქიტიშვილმა.