გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნათია თურნავა: ელექტროენერგია და გაზით მომარაგება შეუფერხებლად მუშაობს და ასეც იქნება

20-03-2020

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ელექტროენერგია და გაზით მომარაგება გახლავთ ე.წ. კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველთვის შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს ნებისმიერ ვითარებაში და ეს ასეც იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გამართული ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ენერგოსისტემა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და სრულად გამართულია.

ნათია თურნავას განცხადებით, იგივე შეეხება გაზის მომარაგებას სისტემას - იქნება ეს სახელმწიფო გაზის ტრანსპორტირების კომპანია თუ კერძო გაზგამანაწილებელი კომპანიები .

„ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მინდა, რომ საყოველთაო მოწოდებას შევუერთდე და განვაცხადო - ქალბატონებო, ბატონებო, დავიცვათ სიფრთხილე, დავიცვათ მედიკოსთა რეკომენდაციები, მშვიდად დარჩით სახლში და ჩვენ, ჩვენი ენერგეტიკოსები ვიმუშავებთ თქვენთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.