გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მაია ცქიტიშვილი: 300 მლნ ლარი დაიხარჯება მთელ რიგ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ყველა რეგიონში

20-03-2020

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატურ ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მთავრობის მიერ გაცხადებული ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდება.

კერძოდ, საუბარია კაპიტალურ პროექტებზე, რისთვისაც 300 მლნ ლარი დაიხარჯება.

„ეს არის მთელი რიგი პროექტები, რომელიც მიმართულია, პირველ რიგში, რეგიონებში ეკონომიკური აქტივობების გასაძლიერებლად. ყველა ეს პროექტი ემსახურება როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისე, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის დასაქმების წყარო, ასევე, რა თქმა უნდა, სამშენებლო ბიზნესს აძლევს საშუალებას, ამ საკმაოდ რთულ პერიოდში, იფუნქციონიროს. პროექტების საკმაოდ დიდი ნუსხაა, გარკვეული ნაწილი მიმართულია საგზაო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაზე, ასევე, წყლის პროექტებია. ისინი გაშლილია ყველა რეგიონში. ძირითადად, პროექტზე დასაქმებულები არიან ქართველი მოსახლეობა, ქართული კომპანიები, ამდენად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი შეუწყვეტლად მიმდინარეობდეს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის მიმართულებით შეფერხებები, პრაქტიკულად, არ არსებობს და მთავრობა, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების შეზღუდვასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ გასცემს.

„პრაქტიკულად, არ გვაქვს შეფერხებები სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობის ნაწილში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს მუშაობას ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა იმ ადამიანს და დასაქმებულ პირს, რომელიც ამ პროცესშია ჩართული. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს როგორც ჩვენი ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვისაც. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ რეკომენდაციას სამშენებლო სამუშაოების შეზღუდვასთან დაკავშირებით არ ვიძლევით, რადგანაც ეპიდემიოლოგებთან და ექიმებთან კონსულტაციით დარწმუნებულები ვართ, რომ ამ სფეროში რისკი არის ბევრად უფრო დაბალი, რადგანაც სამუშაოები, ძირითადად, ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, საშუალება გვაქვს, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის თანახმად, რომ ამ სფეროს მივცეთ ფუქნციონირების საშუალება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.