9-02-2018
2650 ლარის ნაცვლად 3200 ლარი, ხვალ კონსტანტინე თავზარაშვილი და მისი ამალა ოცნებას აიხდენენ. გორის მუნიციპალიტეტის მერს ხელფასი არ ყოფნიდა და 550 ლარით გაიზრდის, რაც შეეხება მის დამხარეებს ანუ მოადგილეებს. ცნობილი მეოცნების, გელა კაპანაძის, ხელფასი აქამდე თუ 2150 ლარი იყო, ხვალ 2500 ლარი გახდება, მატება 350 ლარი.
მოადგილეები ალექსი მარიამიძე და ეკა სუხიშვილი დამატებით ხალხის ფულიდან ხელფასის სახით 300-300 ლარს მიიღებენ და მათი ყოველთვიური ჯამაგირი 2050 ლარის ნაცვლად 2350 ლარი იქნება. ანუ ხალხს 4 ადამიანის შენახვა დამატებით თვეში 1500 ლარი, წელიწადში კი 18 000 ლარი დაუჯდება. კოტე თავზარაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლიდან სულ რაღაც სამი თვე გავიდა. ამ სამ თვეში მერს რაღაც მაინც ხომ უნდა გაეკეთებინა, მუნიციპალიტეტის პირველ პირს ბევრი ფიქრი არ დაჭირდა და საკუთარ თავს და გარემოცვას ოცნებების ასრულებაში ეხმარება. ამ ყველაფერს მუნიციპალიტეტის მერია კანონის სახელით აკეთებს, რომელი კანონის ქართული ოცნების ხელისუფლებამ მიიღო და რომელიც ძალაში 1-ელ იანვარს შევიდა. სწორედ ამ კანონით იხელმძღვანელა მერიამ და სოფლებში მერიის წარმომადგენლებს ხელფასები დააკლო, სამაგიეროდ სახელფასო სარგო გაიზარდა მერმა და მისმა სამმა მოადგილემ. რაც შეეხება წარმომადგენლებს, ისინი აქამდე თუ მეორე რანგის მეორე კატეგორიის სპეციალისტები იყვნენ, ხვალიდან მესამე რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტები გახდებიან, ეს გადაწყვეტილება მაღალი თანამდებობის პირებმა იმისთვის მიიღეს, რომ მათთვის ხელფასები დაეკლოთ და მოემატებინათ ვის? ცხადია, კოტე თავზარაშვილს, გელა კაპანაძეს, ალექსი მარიამიძესა და ეკა სუხიშვილს.
მერიის იურისტი მერის წარმომადგენლების რანგირების ცვლას საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციას აბრალებს, თუმცა თვთმმართველობას ხელთ არანაირი რეკომენდაცია არ გააჩნია.
ძარცვა კანონის სახელით- ასე აფასებს ოპოზიცია გორის მერისა და მისი სამი მოადგილის გადაწყვეტილებას. კოტე თავზარაშვილმა, გელა კაპანაძემ, ალექსი მარიამიძემ და ეკა სუხიშვილმა გადაწყვიტეს, რომ წარმომადგენლებს რანგები შეუცვალონ და ხელფასიდან თვეში 100-100 ლარი ჩამოაკლონ, ამ თანცხაში კი მერი და მისი მოადგილეები მიიღებენ. ანუ გამოდის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ოცნებას ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ისრულებს, ოღონდ სად მთავრდება თავზარაშვილისა და მისი გარემოცვის ოცნებები, ამ კითხვაზე პასუხი ხალხისთვის არასასიამონვნო მოსასმენი იქნება.
საინტერესოა წინასაარჩევნო პროგრამაში თუ ეწერა კოტე თავზარაშვილს ხელფასის ასტრონომიული ციფრით მატება, რას ჰპირდებოდა მათ, ვისი გადახდილი გადასახადებითაც ის ხვალიდან 550 ლარით მომატებულ ხელფასს აიღებს. რას ფიქრობს ხალხი მერიის მაღალჩინოსნების სახელფასო სარგოს ზრდაზე.
გარდა მერისა და მისი მაოდგილეებისა, ხვალ ხელფასებს მოიმატებენ საკრებულოს თავმდჯომარე და მისი ორი მოადგილე, გორის მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობების პირების თანამდებობრივ სარგოს ხვალ განსაზღვრავენ. მეც და თქცვენც, ალბათ, სათვალავი აგვერია, ეს ბოლო სამ თვეში რამდენჯერ ხდება, ანუ თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები ხალხის ფულს ისე ატრიალებენ, როგორც უნდათ.