გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა საკანონმდებლო ორგანოში დეკრეტით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე ისაუბრა

21-03-2020

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, დეკრეტით იზღუდება გარკვეული უფლებები, კერძოდ კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლები, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბექა დოჭვირმა განმარტა, საქართველოს მთავრობას ენიჭება გარკვეული უფლებამოსილებები იმ დათქმით, რომ დეკრეტში მითითებულია სამოქმედო პრინციპები, ხოლო კონკრეტულად დეკრეტში სამოქმედო პრინციპების იმპლემენტაცია როგორ უნდა აღსრულდეს, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

„ეს მოხდა იმისთვის, რომ დეკრეტით მინიჭებული უფლებამოსილების იმპლემენტაცია იყოს ეფექტური. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დეკრეტი მოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, ანუ შეზღუდული ვადით. შესაბამისად, ძალას კარგავს საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლისთანავე.

ასევე, დეკრეტით განსაზღვრულია ის კონკრეტული სანქციები, რომელიც პირს, ან იურიდიულ პირს დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეასრულებს დეკრეტით, ან მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. ეს გახლავთ სანქცია, პირველ ეტაპზე, ჯარიმის სახით, ხოლო შემდეგ ეტაპზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.