გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვახტანგ გომელაური: რესტორნებში თავშეყრის შემთხვევაში დაჯარიმდება როგორც მეპატრონე, ასევე შეკრებილი ხალხი

21-03-2020

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეთა შეკრების ადგილებში დაწესებულ ახალ რეგულაციებზე ისაუბრა და განმარტა, რომ მოქალაქეები შეკრებას შეძლებენ ყველგან, სადაც შესაძლებელი იქნება დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები და საჭირო დისტანცია:

„მაგალითისთვის, დიდ სუპერმარკეტებში შესაძლებელია შეიკრიბოს 10 კაციც და 100 კაციც, მაგრამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც მოგვცა ჯანდაცვის სამინისტრომ. ეს იქნება პირბადე თუ დამცავი საშუალებები. ასევე, დისტანცია - რაც ყველაზე მთავარია. სადაც ღია სივრცეა, ავიღოთ, ვთქვათ, რესტორნები, რომელიც დაიხურა, თუ ისევ მოხდება თავშეყრა ან შეკრება, ასევე დაჯარიმდებიან კანონდამრღვევი ადამიანები - როგორც მეპატრონეები, ამ რესტორნის იურიდიული პირები, ისე მოქალაქეები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.