გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ბექა დოჭვირი: საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა

21-03-2020

საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოების მეშვეობით ყოველდღიურ კონტაქტზეა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან და საქართველოს მთავრობა ახორციელებს ჩარტერულ რეისებს საჭიროებიდან გამომდინარე.

„დეკრეტშიც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო მიმოსვლა წყდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. აგრეთვე მინდა გაცნობით, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოების მეშვეობით ყოველდღიურ კონტაქტზეა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან და საქართველოს მთავრობა ახორციელებს ჩარტერულ რეისებს საჭიროებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.