გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ჭიათურაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ხანძარი გაჩნდა

9-02-2018

ჭიათურაში, აბაშიძის ქუჩის 16 ნომერში, 5 სართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა და მალევე სხვა ბინებს გადაედო.

ადგილზე მობილიზებული იყო ჭიათურისა და საჩხერის სამაშველო სამსახურის ბრიგადები. მეხანძრეებმა ხანძრის სრული ლოკალიზება და  კორპუსში მყოფი ყველა მოსახლის უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს.  მცირე დაზიანება მიიღო სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა.

აბაშიძის ქუჩაზე ჭიათურის მერი პაატა ნადირაძეც იმყოფებოდა და ვითარებას პირადად გაეცნო.   ნადირაძემ კორპუსის მაცხოვრებლებს დროებით სააცხოვრებელში გადაყვანა  შესთავაზა და სამომავლოდაც  მხარდაჭერას დაჰპირდა.