გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მთავრობის საპარლამენტო მდივანი: თუ ვითარება აღმოიფხვრება 10 დღეში, 10 დღეში გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა, ხოლო თუ 1 თვე იქნება საჭირო, მაშინ 1 თვე გაგრძელდება

21-03-2020

შეიძლება საგანგებო მდგომარეობა ამ ვითარების აღმოფხვრისთანავე გაუქმდეს, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ემზარ კვიციანს აინტერესებდა, აღდგომის თარიღის გათვალისწინებით, შეიძლებოდა თუ არა, საგანგებო მდგომარეობა, 20 დღის და არა 1 თვის ვადით ყოფილიყო განსაზღვრული.

„შესაბამისად, თუ ვითარება აღმოიფხვრება 10 დღეში, 10 დღეში გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა. ხოლო, თუ 10 დღეში არ იყო და 1 თვე იქნება საჭირო, მაშინ , ბუნებრივია 1 თვე გაგრძელდება“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.