გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გომელაური: როდესაც ვდგებით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების წინაშე, იმედი მაქვს ისინი თავადაც გაითვალისწინებენ რომ არ მოხდეს დიდი შეკრებები

21-03-2020

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში მოახლოებულ მართლმადიდებლურ დღესასწაულებსა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში მათი აღნიშვნის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„ტრადიციული ხალხი ვართ, ტრადიციული ერი ვართ, მართლმადიდებლები, უდიდეს პატივს ვცემთ ეკლესიას და დღესასწაულებს. მითუმეტეს, აღდგომა არის ერთ-ერთი დიდი მართლმადიდებლური მნიშვნელოვანი დღესასწაული და აქედან გამომდინარე, მესმის ეს ყველაფერი, თუმცა, ისევ ვდგებით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის წინაშე. მე დიდი იმედი მაქვს , რომ ჩვენი მოქალაქეები ამას გაითვალისწინებენ და არ მოხდება ეს დიდი შეკრებები და ტრადიციულად, რასაც ვაკეთებთ ხოლმე აღდგომას, შეძლებისდაგვარად, შეზღუდულ პირობებში განვახორციელებთ,“ - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.