გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან დავითაშვილი: 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ, რომ არ იყოს შეფერხება პროდუქციის მომარაგებაში

22-03-2020

ჩვენი სამინისტრო კოლეგებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად 24 საათის განმავლობაში იმუშავებს იმისთვის, რომ არ იყოს შეფერხება როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტული პროდუქციის მომარაგებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად რამდენიმე პანიკური მოთხოვნისა, არცერთ სასურსათო პროდუქტის მიწოდებაში ჩვენ შეფერხება არ არსებობს.

„ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ გავდივართ რამდენიმე მიმართულებით საკითხებს, ეს ეხება როგორც საზოგადოებრივ წესრიგს, პირველ რიგში ჯანდაცვას, ეკონომიკურ საკითხებს, ასევე პასუხისმგებლები ვართ ქვეყნის მარაგით უზრუნველყოფაზე, იმისათვის, რომ სურსათის მიწოდებაში არ იყოს არანაირი შეფერხება. დავინახეთ, რომ ბევრ ქვეყანაში ცარიელი დახლები იყო გამოწვევა და პრობლემა, მათ შორის ბევრ ევროპულ ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ბიზნესს აქვს შეთავაზებული დაზღვევის მექანიზმი, რომლითაც ფასები 9 მნიშვნელოვან პროდუქტზე დაუფიქსირდა. ასევე დაფიქსირებულია ვალუტის საკურსო სხვაობა ისე, რომ კურსის სხვაობა არ იქნება მათთვის მიზეზი, რომ პროდუქტებზე ფასი გაზარდონ.

„სამინისტროში ყოველდღიურ რეჟიმში, დღეში რამდენჯერმე გვაქვს შეხვედრები ყველა რგოლთან იმისთვის, რომ ერთის მხრივ, ფიზიკურად არ იყოს დეფიციტი და მეორეს მხრივ, გავაკონტროლოთ პოტენციური მარაგები, ანუ თავი დავიზღვიოთ და ასევე იყოს შესაბამისი ფასები. მცირე ცვლილებები დაფიქსირდა, მაგრამ ფასები ძირითად ობიექტებში დავიჭირეთ. ინდივიდუალური შემთხვევები არის, მაგრამ ამაზე მიმდინარეობს მუშობა. ბიზნესს შევთავაზეთ დაზღვევის მექანიზმი, რომლითაც ფასები 9 მნიშვნელოვან პროდუქტზე დავუფიქსირეთ, ასევე საკურსო სხვაობა ისე, რომ კურსის სხვაობა არ იქნება მათთვის მიზეზი, რომ ფასი გაზარდონ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.