გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: ამ დიდ გლობალურ და აბსოლუტურად უცნობ გამოწვევაზე ძალიან ადეკვატურად ვრეაგირებთ

22-03-2020

ძალიან ადეკვატურად ვრეაგირებთ იმ დიდ გლობალურ და როგორც მსოფლიოსთვის, ისე ჩვენთვის აბსოლუტურად აქამდე უცნობ გამოწვევაზე, რასაც ჰქვია ვირუსის გავრცელება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ცნობილია საზოგადოებისთვის, მთავრობა უკვე ახორციელებს ეკონომიკური სტიმულირების გეგმას იმ დარგებისა და ინდუსტრიებისთვის, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა.
ნათია თურნავას თქმით, პირველი დარტყმა შეეხო ტურიზმს, რომელსაც სახელმწიფომ უპრეცედენტო - 1 მილიარდლარიანი პაკეტი შესთავაზა, რომ დარგში დასაქმებული ადამიანები არ დაზარალებულიყვნენ.
მინისტრის განმარტებით, მოგვიანებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეზღუდვები დაუწესდათ რესტორნებსა და კაფებს.

„სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ეკონომიკური სტიმულირების პროგრამის ფარგლებში, ამ ბიზნესსაც დაუწესდა შეღავათები, მათ შორის გადაუვადდათ ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი. გარდა ამისა, შეზღუდვები დაუწესდათ არასასურსათო სავაჭრო ობიექტებს, რომელთანაც ძალიან პროდუქტიული კომუნიკაცია გვაქვს და გარკვეული მხარდაჭერის გეგმა ამ სექტორისთვისაც განიხილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს დახმარების მთავარი ობიექტი იყო და არიან ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არ უნდა დაზარალდნენ.

„განსაკუთრებული პრიორიტეტი და აქცენტი კეთდება სასურსათო უსაფრთხოებაზე, სასურსათო უზრუნველყოფასა და ფასებზე. რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის სახეობაზე, როგორც იცით, ფასების რეგულირების უპრეცედენტო ზომა შემოვიღეთ და ესეც ამისთვის კეთდება. ჩენ ვაგრძელებთ, ვაკვირდებით როგორ განვითარდება სიტუაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რესურსები სწორად გავთვალოთ, რადგან არ ვიცით, რამდენს ხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა“ - განაცხადა ნათია თურნავამ.