გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვალდებულება, რომელიც საარჩევნო რეფორმის მიმართ ავიღეთ, შევასრულოთ

22-03-2020

პარლამენტის წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პარლამენტის მუშაობის სპეციფიკაზე და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხებზე ისაუბრა.

„ჩვენი სურვილია, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პარლამენტში მაქსიმალურად კონსტრუქციული გარემო იყოს. ამისთვის უმრავლესობის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენს ოპონენტებზე. შევხედოთ როგორ განვითარდება პროცესები. სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, საგანგებო სესიის რეჟიმში პარლამენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ სტანდარტული გრაფიკით აღარ ვმუშაობთ, არამედ საჭიროებისამებრ შევიკრიბებით, ანუ როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე და ბიურო მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის ვალდებულება, რომელიც საარჩევნო რეფორმის მიმართ ავიღეთ, შევასრულოთ. ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ საარჩევნო მოდელზე, რომლის საფუძველზეც უნდა ჩატარდეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს ვალდებულება და შეთანხმება შესრულდეს. ჩვენ დავითვალეთ მაქსიმალურად მჭიდრო ვადები თუ რა დროში იქნება შესაძლებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. ეს ვადები გავიარეთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ შევჯერდით ყველა ერთად, რომ გამოცხადდებოდა საგანგებო მდგომარეობა, რომელმაც წესით ვერ უნდა შეუშალოს ხელი საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას. იმედს გამოვთქვავ, რომ ვირუსთან დაკავშირებული პრობლემა მალე გადაიჭრება, რაც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში დავამკტიცოთ ცვლილებები და ამის შემდგომ გადავალთ უკვე საარჩევნო კამპანიაზე. აქაც ბუნებრივია, ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ამაზე გავლენას ზოგადი ტენდენციები ახდენს. თუმცა არის ოპტიმიზმის საფუძველი და იმედი მაქვს, რომ უკვე ზაფხულის ბოლომდე დასრულდება საგანგებო მდგომარეობა, დამტკიცდება საკონსტიტუციო ცვლილებები და დაახლოებით ივლისიდან დაიწყება აქტიური წინასაარცევნო კამპანია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.​