გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზალკალიანი: 3000 ადამიანი ჩამოვიყვანეთ, დანარჩენებს ეტაპობრივად ჩამოვიყვანთ

22-03-2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თანამემამულეების დასახმარებლად, ხდება ყველა მოქალაქის აღრიცხვა და მათი სამშობლოში დაბრუნება მოხდება ეტაპობრივად.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, საეთაშორისო ფრენების შეზღუდვის ფონზე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ლტოლვილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში მოხდენს უახლოესი მარშრუტების განსაზღვრას ევროპის მიმართულებით, რათა მოხდეს მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება.

„ვითარება არ არის მარტივი. ვირუსის დინამიკა მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად იზრდება, ჩვენც საგანგებო რეჟიმში გვიწევს რეაგირება. სიტუაცია იცვლება საათობრივად და აქედან გამომდინარე, ჩვენ აქ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ჩვენთვის უმთავრესია, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, მოხდეს ჩვენი მოქალაქეების ეტაპობრივი გამოყვანა ევროპის დედაქალაქებიდან. ხაზს ვუსვამ - ეტაპობრივად, რადგან აუცილებელია, რომ ჩვენი სისტემა და ინფრასტრუქტურა იყოს შესაბამისად მზად იმისთვის, რომ ჩვენ ეს ხალხი მივიღოთ. იცით, რომ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა მოქალაქისთვის აუცილებელია 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა. კარანტინისთვის სივრცეების რაოდენობა საკმარისია, თუმცა ყველაფერი უნდა იყოს მზად და აუცილებელია, რომ იყოს ბალანსი ჩამომსვლელთა რაოდენობასა და არსებულ ინფრასტრუქტურას შორის.”- განაცხადა მინისტრმა

მისი თქმით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები აგროვებენ ინფორმაციას მოქალაქეების შესახებ, ყველას ადგილზე აღმოუჩენენ დახმარებას და მათი გამომგზავრებაც უზრუნველყოფილი იქნება.

„ჩვენ ვაგროვებთ ყველა მონაცემს. ამ ინფორმაციის შემდგომი აკუმულაცია და კოორდინაცია ხდება ყველა იმ უწყებასთან, რომელიც არის ჩართული ამ ხალხის მიღებაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ამის მიხედვით ხდება რეისების დაგეგმვა. ბოლო ორი კვირის მანძილზე 3000 მოქალაქე გვყავს გამოყვანილი. არც ერთ ქვეყანას მსგავსი ქმედება, მსგავსი სახის ევაკუაცია საკუთარი მოქალაქეების არ განუხორციელებია. ჩვენზე დიდმა და ძლიერმა სახელმწიფოებმა ვერ გააკეთეს ეს”- განაცხადა ზალკალიანმა.​