გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანია ლიდერობს

23-03-2020

რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანია ლიდერობს.

გავრცელებული ცნობით, მან ხმების 56,85% დააგროვა, მისმა მთავარმა კონკურენტმა ადგურ არძინბა​მ კი ხმების 35,44% მიიღო. არძინბამ ბჟანიას გამარჯვება უკვე მიულოცა.

ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას 3 კანდიდატი იღებდა: ე.წ. ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, შინაგან საქმეთა ყოფილი დე ფაქტო მინისტრი ლეონიდ დზაპშბა და ეკონომიკის ყოფილი დე ფაქტო მინისტრი ადგურ არძინბა.

ოფიციალური თბილისი და საერთაშორისო თანამეგეობრობა ე.წ. არჩევნებს არ აღიარებენ.

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის პოსტი 13 იანვარს დატოვა. ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. მასთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. დეპუტატებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.

როგორ გადააყენეს აფხაზებმა რაულ ხაჯიმბა სამ დღეში, წაიკითხეთ ბმულზე.

Imedinews.ge