გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოზარ სუბარი: მოხალისეებისა და ექიმებისგან შემდგარი ჯგუფები სოფლებისა და უბნების შემოწმებას დაიწყებენ

23-03-2020

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულის რაიონში ამ დროისათვის სიმშვიდეა. მისივე თქმით, მიუხედავდ იმისა, რომ აუცილებელი ობიექტების გარდა, ყველაფერი დაკეტულია, ადამიანებს საშუალება ეძლევათ, მკაცრი წესების დაცვით,  საველე სამუშაოებზე გავიდნენ.

"სრული სიმშვიდეა. ყველაფერი დაკეტილია იმ აუცილებელი ობიექტების გარდა, რომლებიც განსაზღვრული იყო, რომ არ უნდა დაკეტილიყო. ეს არის მაგალითად პურის საცხობი, სასურსათო მაღაზია, ბანკი, სხვა არაფერი არ მუშაობს.

ადამიანებს საშუალება ეძლევათ, რომ გავიდნენ საველე სამუშაოებზე, შეასრულონ, ოღონდ მკაცრი წესების დაცვით, ანუ მანქანაში არ უნდა იჯდეს 2 ადამიანზე მეტი, არ მოძრაობენ მიკროავტობუსები და ა.შ."-აღნიშნა სუბარმა.

ამასთან, როგორც სუბარი ამბობს, შექმნილია მოხალისეებისა და ექიმებისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც პირველ რიგში, იმ სოფლებსა და უბნებს შეამოწმებენ, სადაც ყველაზე მეტი საფრთხე შეიძლება იყოს.

"შექმნილია 10 ჯგუფი, რომელშიც შედიან მოხალისეები და თითო ექიმი ყველა ჯგუფში. ესენი არიან განკუთვნილი იმისათვის, რომ უნდა შეამოწმონ თითოეული ადამიანი, თითოეულ ოჯახში უნდა შევიდნენ. თავდაპირველად დაიწყებენ იმ სოფლების თუ იმ უბნების შემოწმებას, სადაც ჩვენთვის წინასწარ ცნობილი ინფორმაციით ყველაზე მეტი შეიძლება იყოს საფრთხე, ანუ სადაც დაინფიცირებული ადამიანები მოძრაობდნენ და სადაც ჰქონდათ კონტაქტი, ხოლო შემდეგ გადავლენ მთელ დანარჩენ მოსახლეობაზე.

შექმნილია ასევე 40-მდე ჯგუფი მოხალისეების და ამ ჯგუფების შექმნა გრძელდება, რომლებიც დაეხმარებიან სოციალურად დაუცველებს, მოხუცებულებს, რომ მიაწოდონ სურსათი და ყველა ის აუცილებელი საჭიროება რაც აქვთ, ანუ ვთქვათ თუ კი ასაღები აქვთ პენსია, არის ადამიანი ასაკოვანი, მატ ნაცვლად წავლენ და მოემსახურებიან, რომ ისინი არ გამოვიდნენ სახლიდან,"-განაცხადა სუბარმა.