გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით კასპში ღონისძიებები ტარდება

23-03-2020

ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კასპის მუნიციპალიტეტში პრევენციის შესაბამისი ღონისძიებების გატარების და საჭირო გადაწყვეტილებების მიღების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, მერის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ტატანაშვილის ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფი დღის ბოლოს იხილავს მუნიციპალიტეტში დაავადების გავრცელების,აფთიაქებში მედიკამენტების, სუპერმარკეტებში სურსათის მარაგის არსებულ მდგომარეობას, უმწეოთა სასადილოდან ბენეფიციარებზე მოხალისეების მიერ სადილის ბინაზე მიტანისდა ბანკომატებთან მოქლაქეების რეგულირების პროცესს.

მოხალისებმა მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სავაჭრო ობიექტებში თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს პლაკატები და დაარიგეს ფლეირები ახალი კორონავირუსის დაავადების, მასთან ბრძოლის და გავრცელების შესახებ.

მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტატანაშვილი, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან ნანა ნონიაშვილთან ერთად მართავს დისტანციურ თათბირებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან. თათბირზე განიხილება დაავადების შესახებ ადგილებზე არსებული მდგომარეობა და ეძლევათ რეკომენდაციები.