გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი საკრებულოს დაკავებული წევრის, გივი ძმანაშვილის მასთან ნათესაურ კავშირს უარყოფს

9-02-2018

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი გარდაბნის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკიფ ისმაილოვის განცხადებას, რომ საკრებულოს დაკავებულ წევრს, გივი ძმანაშვილს მასთან ნათესაური კავშირი აქვს, სიცრუეს უწოდებს.

რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, ისმაილოვის აღნიშნული განცხადება, დაკავებულის საქმიანობის მის სახელთან დაკავშირების მიზანმიმართული მცდელობაა.


„გივი ძმანაშვილს არანაირი ნათესაური კავშირი ჩემთან არ გააჩნია. რომ იყოს ნათესაური კავშირი, ამაში დასამალი რა არის. იყო გაჟღერებული ასევე, რომ „თელეთის“ მაჟორიტარი დეპუტატია, გივი ძმანაშვილი „თელეთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო წინა მოწვევის საკრებულოში. იგი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით არის გასული და უკავია ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა.


„რაც შეეხება ზოგადად ფაქტს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, საქმე ეხება ძმანაშვილის წინა წლების საქმიანობას, თუმცა, კონკრეტულად რა საქმიანობას, ეს ჩემთვის უცნობია. ვნახოთ, მეც ველოდები გამოძიების დასრულებას და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება. კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ", განაცხადა გარდაბნის მერმა.

სამართალდამცავებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გივი ძმანაშვილი ხუთშაბათს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მას საგამოძიებო უწყება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.


საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.