23-03-2020
პარლმენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა ბოლნისში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რაიონში ვითარება სრულიად კონტროლირებადია და არანაირი პანიკის ნიშნები არ შეინიშნება.
მისი თქმით, ის ამჟამად საკარანტინო ზონაში იმყოფება, სადაც ვითარებას აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები, რომლებიც პიკეტების დაცვას უზრუნეველყოფენ, - „მობილიზებულია ჯანდაცვის სამსახურები, თვითმმართველობა, შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც უახლოეს პერიოდში დაიწყებენ უშუალოდ რისკის ზონებში თითოეული მოქალაქის შემოწმებას სპეციალური თერმოსკანერით და თითოეული საეჭვო შემთხვევისას, როგორც კი სამედიცინო პერსონალს გაუჩნდება ვარაუდი, რომ პიროვნება შეიძლება დაავადებული იყოს ახალი კორონა ვირუსით, თითოეული ადამიანი დაგაყვანილი იქმება საკარანტინო ზონებში, სადაც მათ ჩაუტარდებათ სწრაფი ტესტი, ხოლო, თუ სწრაფმა ტესმა გამოავლინა ვირუსის შემთხვევა, ოპერატიულად იქნებიან მოთავსებული სპეციალურ ზონაში სადაც დაიწყება მათი მკურნალობა“.
გოგი მეშველიანის თქმით, სხვა საკითხებთან დაკავშირებით შექმნილია ოპერატიული შტაბი, „ყველა ოპერატიული მესიჯი თავს იყრის ამ შტაბში გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია და შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი საკითხი, მათ შორის მძიმე ავადმყოფების გამოყვანა, სხვადასხვა სურსათის მიწოდება თუ სხვა, ხდება ოპერატიულ რეჟიმში. სურსათის უზრუნველყოფას აგვარებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო“, განაცხადა დეპუტატმა. რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის განწყობას, დეპუტატის თქმით -„ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია, თუმცა ხედავენ რა ხელისუფლების ოპერატიულ მუშაობას, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციას, იმედიანად არიან მთლიანობაში განწყობილები. არანაირი პანიკის ნიშნები არ არის. ბუნებრივია, შეშფოთება არის, რადგან ახალი სახეობის დაავადებაა, რომელის შესახებაც ბევრი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ვითრება სრულიად კონტროლირებადია“.