გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხეში უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის კუთვნილი საკვების ბინაზე მიწოდება გრძელდება

23-03-2020

სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე დღეს, „ახალციხის სათნოების სახლში“ ბენეფიციარებისთვის საკვების ბინაზე მიწოდების პროცესს გაეცნენ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხალისეების მიერ „ახალციხის სათნოების სახლის“ ბენეფიციარებისთვის კუთვნილი საკვების ბინაზე მიწოდება ხორციელდება.

უფასო სასადილოთი 190 ადამიანი სარგებლობს, მათ შორის 45 ბენეფიციარი 70 წელს გადაცილებულია, რომლებიც საკვების ბინაზე მიტანას საჭიროებენ. მათთვის ყოველდღიურად კუთვნილი ულუფის მიწოდებას მოხალისეთა ჯგუფი უზრუნველყოფს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, დროებით ახალი წესი ამოქმედდა ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლში“. უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს ადგილზე კვების ნაცვლად, კუთვნილი ულუფა კონტეინერებით მიეწოდებათ.