გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საკარანტინე ზონაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ

23-03-2020

სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახალციხეში, სადგურის მიმდებარედ საკარანტინე ზონაში არსებულ სასტუმრო „grand palace“-ში - პერსონალს შეხვდა და არსებულ სიტუაციას გაეცნო.

საქართველოში უცხოეთიდან შემოსული მოქალაქეებისთვის ორკვირიანი კარანტინი დაწესდა. რეგიონში აბასთუმნის გარდა, საკარანტინე ზონა ბაკურიანის სამ და ახალციხის ერთ სასტუმროში მოეწყო.

„ყველა ის პირი, რომელიც განთავსებულია კარანტინში, არ აღენიშნებათ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები. პრემიერ-მინისტრის დავალებით პირად კონტროლზე გვყავს აყვანილი საკარანტინო ზონები, სადაც განვათავსებულნი არიან ჩვენი მოქალაქეები. 24 საათის განმავლობაში მორიგეობს ეპიდომიოლოგთა ჯგუფი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკარანტინო ზონაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოფნა იყოს მაქსიმალურად კომფორტული“- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

"აღსანიშნავია რომ საკარანტინე ზონებში არსებული პირობები ნამდვილად მისაღებია კარანტინში მყოფი პირებისთვის, სტანდარტი, სრულად აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნას და ყველა პირობა დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად"-აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.