გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის სოფლებს ესტუმრა

23-03-2020

სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში, არჩილ ჯაფარიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ლენტეხის მაღალმთიან სოფლებში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

რწმუნებული სოფელ ფაყს და ბულეშს ესტუმრა, სადაც სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, მათ პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები გადასცა,
ოჯახების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო, თუ როგორ მიეწოდებათ მედიკამენტები, საკვები თუ სხვა საჭირო ნივთები.

აგრეთვე, ვირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დახმარება აღუთქვა.

არჩილ ჯაფარიძის განცხადებით ამ დროისათვის რეგიონში სიმშვიდეა და ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ მხარის თითოეულმა მაცხოვრებელმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მაცხოვრებელი ჩვენს რეგიონში თავს დაცულად გრძნობდეს, არ ჰქონდეს საკვების, მედიკამენტის და პირველადი მოხმარების საშუალებების პრობლემა, პირადად გავეცანი ლენტეხის მაღალმთიან სოფლებში ოჯახების საჭიროებებს, სადაც მაღალი თვითშეგნებით გამოირჩევიან ადამიანები, გავაცანი მათ ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები, იცავენ მითითებებს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება მათთან ურთიერთობა,მინდა მოვუწოდო ყველას რომ დარჩნენ სახლში, რათა დროულად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას"-აღნიშნავს რწმუნებული