გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თბილისში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

23-03-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით თბილისში მდებარე  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა თბილისის ზღვაზე მდებარე ჩასახლებებში „ქართლი“, „ოქროს საწმისი“ და „ტურბაზა“. ასევე, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ტერიტორიაზე კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის ხელის სადეზინფექციო დისპენსერები დამონტაჟდება.

მომდევნო დღეების განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოები თბილისში, იმერეთისა  და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონებში მდებარე მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში   ჩატარდება.