გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ თალაკვაძე: ის ადამიანები, ვინც განცხადებებს აკეთებენ, თუ სად არის ბიძინა ივანიშვილი, არიან პოლიტიკური ფარისევლები

23-03-2020

 

ჩვენი ოპონენტები იყვნენ ჩასაფრებულები და ყველანაირად ცდილობდნენ, ისე წარმოეჩინათ სიტუაცია, რომ თითქოს მართლმადიდებლური ეკლესია, რელიგიური ორგანიზაციები, საზოგადოება და ხელისუფლება სხვადასხვა მხარეს არიან და ერთმანეთთან აქვთ გაურკვევლობა - გამოჩნდა, რომ ამ გამოწვევის წინააღმდეგ ყველა ერთსულოვანია. როგორც ნახეთ, ეკლესიამ ძალიან სწორი პოზიცია დაიკავა და  მოუწოდა მრევლს, რომ დაიცვას ჯანდაცვის სამსახურების მიერ გაცემული რეკომენდაციები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც, თუ ჩვენ მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება, სამღვდელოება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა მრევლს აუხსნას, რომ ჯანდაცვა, ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა და ამ  მიზნით გადადგმული ნაბიჯები არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში რწმენის საკითხთან“,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანიაიმედისეთერში გააკეთა.

 

 

 

პარლამენტის  თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებას, ეკლესიას, მოქალაქეებს ამ საკითხთან დაკავშირებით აქვთ ერთსულოვანი პოზიცია და ეს არის საერთო საზოგადოებრივი ამოცანა, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის სიცოცხლის, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვას ეხება.

 

 

 

აქ ჩვენ ყველას, როგორც მოქალაქეებს, როგორც ხელისუფლებას და როგორც ადამიანებს, ვისი მაგალითიც არის მისაბაძი, გვაქვს საერთო პოზიცია და მე წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ სახელმწიფოს რომელიმე მნიშვნელოვანი ნაწილი დადგეს განსხვავებულ მხარეს, როდესაც საქმე ეხება მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. თქვენ სწორი მაგალითი მოიყვანეთ, ჩვენ ვნახეთ, სასულიერო პირები როგორ მოუწოდებდნენ მრევლს, ამ რეკომენდაციების შესრულებისკენ და რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვამ გამოსცა, ეხება ჩვენი საზოგადოების ყველა წევრს, იმიტომ, რომ დღეს ხელისუფლების, ჩვენი ამოცანა და მოვალეობა არის მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა და ჩვენ ამას გავაკეთებთ ყოველდღიურად. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ღირსეულად გაართმევს თავს ამ რთულ ვითარებას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​