გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარნეულიდან თბილისში გადაყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული შუახნის ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

24-03-2020

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული შუახნის ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

პაციენტი რამდენიმე დღის წინ ორმხრივი პნევმონიით მარნეულის "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაში მოათავსეს, მდგომარეობის გაუარესების შემდეგ კი, თბილისში საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

ამავე კლინიკაში შეიყვანეს პაციენტი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ ქალთან, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ 58 პაციენტია მოთავსებული, მათგან  ექვსის კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

რუსთავი2