24-03-2020
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში ყველა მოქმედ საბავშვო ბაღში არსებული საკვების პროდუქტების მარაგი სოციალურად დაუცველ მშობლებს, მრავალშვიალიან ოჯახებსა და მარტოხელა დედებს დაურიგდათ.
საკვების გადაცემის მესამე ეტაპს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელი ლელა გოგმაჩაძე ქ. ბოლნისის N2 საბავშვო ბაღში დაესწრო.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყეტილებით დროებით შეჩერდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვების მარაგის გაცემა ეტაპობრივად მიმდინარეობს. მშობლებს საკვები კარანტინის წესების სრული დაცვით დაურიგდათ.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებს სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა. დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ხორციელდება.
საკონტაქტო პირი : თამარ ხოფერია , ტელ: 599859867
WWW.BOLNISI.GOV.GE