9-02-2018
ხაშურის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლები ,,მის ხაშურის“ ჩატარებას გეგმავენ. ამის შესახებ 2018 წლის კულტურული ღონისძიებების გეგმაში ცვლილელები შეიტანეს.
კულტურის სამსახურის უფროსის მოთხოვნით, ,,დაუგეგმავი“ ხარჯებიდან 10 700 ლარი სილამაზის კონკურსის ღონისძიების მუხლში გადაიტანეს.
გარდა სილამაზის კონკურსისა, ხაშურის მერია 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, ფილმს გადაიღებს: ,,ამ ფილმს ჩვენი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფი მოამზადებს,“ - ამბობს ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი.
სულ ხაშურის მერიის კულტურის სამსახურს ,,კულტურული ღონისძიებების პროგრამაში“ 157 000 ლარი აქვს.