გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ცაგერის მაღალმთიან სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო

24-03-2020


რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე,
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ცაგერის მაღალმთიან სოფლებში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

რწმუნებული სოფელ ლახეფას ესტუმრა, სადაც სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, მათ პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები გადასცა,
ოჯახების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო, თუ როგორ მიეწოდებათ მედიკამენტები, საკვები თუ სხვა საჭირო ნივთები.
?აგრეთვე, ვირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დახმარება აღუთქვა.

არჩილ ჯაფარიძის განცხადებით ამ დროისათვის რეგიონში სიმშვიდეა და ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ მხარის თითოეულმა მაცხოვრებელმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს.