24-03-2020
ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო გახდა. ავტობუსებით მოქალაქეები გადაადგილებას თანხის გადახდის გარეშე შეძლებენ.
როგორც მერმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა, გადაწყვეტილება მძღოლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.
"ასეთ პირობებში, ჩვენ ვერ ვიცავთ უსაფრთხოებას, ზუგდიდელები მგზავრობის თანხას იხდიან ნაღდი ფულით და უშუალო კონტაქტი აქვთ მძღოლებთან, რაც ზრდის საფრთხეს, ამიტომაც მივიღეთ მძღოლების იზოლირების გადაწყვეტილება",-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
მისივე თქმით, ავტობუსები მუნიციპალიტეტის მასშტაბით საღამოს 6 საათამდე იმოძრავებენ.
საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, მძღოლებსაც ამ ხნის განმავლობაში ფიქსირებულ ხელფასს გადაუხდიან.
ზუგდიდის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, გარეთ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ და ტრანსპორტითაც მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობია დროს ისარგებლონ.
მკაცრად გაკონტროლდება ავტობუსებში მგზავრების რაოდენობაც.