გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გარდაბნის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი აკიფ ისმაილოვი აზრს იცვლის და აცხადებს, რომ მერი რამაზ ბუდაღაშვილი და დაკავებული გივი ძმანაშვილი ნათესავები არ არიან

9-02-2018

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკიფ ისმაილოვი, რომელიც 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, გარდაბნის გამგებლის მოადგილის პოსტზე ყოფნისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, აცხადებს, რომ გარდაბნის საკრებულოს ხუთშაბათს დაკავებულ წევრს, გივი ძმანაშვილს გარდაბნის მერთან, რამაზ ბუდაღაშვილთან ნათესაური კავშირი არ აქვს.
თუმცა, მანამდე აკიფ ისმაილოვმა მედიასაშუალებებთან ამბობდა, რომ ბუდაღაშვილი და ძმანაშვილი ნათესავები იყვნენ.

„მე განვაცხადე, რომ როგორც ვიცი, გივი ძმანაშვილს გარდაბნის მერთან ნათესაური კავშირი აქვს. დღეს როგორც გავიგე, მე მგონი არ არიან ნათესავები. დღეს დავაზუსტე და მითხრეს, რომ არ არიანო ნათესავებიო"- აცხადებს აკიფ ისმაილოვი.
რაც შეეხება თავად საკრებულოს წევრის დაკავების ფაქტს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, იცის მხოლოდ ის, რომ გივი ძმანაშვილი დაკავებულია.
„თავად გივი ძმანაშვილის დაკავების ფაქტს რაც შეეხება, მე არ ვიცნობ საქმის დეტალებს, მე ვიცი, რომ დაკავებულია, მეტ ინფორმაციას არ ვფლობ", განაცხადა აკიფ ისმაილოვმა, რომელიც მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მდგომარეობა გაუარესდა.
შეკითხვას - მას შემდეგ, როდესაც 2008 წელს, სააკაშვილის მმართველობისას გარდაბნის გამგებლის მოადგილის პოსტზე მყოფი აკიფ ისმაილოვი თავადაც დააკავეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, შეიცვალა თუ არა მდგომარეობა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან შედარებით? - ისმაილოვმა ასე უპასუხა: „ჩემი აზრით, ახლა სიტუაცია უფრო გაუარესდა".
შეკითხვას, თუ რატომ ფიქრობს ასე, ისმაილოვი პასუხობს: „არ ვიცი, მთავრობის წარმომადგენლებს უნდა შეეკითხოთ".
ხოლო შეკითხვაზე, ის ხომ ოპოზიციური ძალის წარმომადგენელია და იცის რა მდგომარეობაა ქვეყანაში, ასე პასუხობს:
„მე მაშინაც ვიყავი თანამდებობის პირი, ახლაც ვარ აქტიურად ჩართული გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში და ვადარებ და ვიტყვი, რომ დღესდღეობით სიტუაცია უფრო რთულია“- განაცხადა აკიფ ისმაილოვმა.

უფრო ადრე ისმაილოვის ბრალდება გარდაბნის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა უარყო და განაცხადა, რომ ისმაილოვის აღნიშნული განცხადება, დაკავებულის საქმიანობის მის სახელთან დაკავშირების მიზანმიმართული მცდელობაა.