გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

შს მინისტრი მარნეულის ინციდენტზე: ყველა უმკაცრესად დაისჯება

24-03-2020

საკარანტინო ზონაში ყოფნისას, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ჟურნალისტებთან საუბრისას მარნეულში მომხდარ ინციდენტს შეეხო.

„როგორც იცით, საკარანტინო ზონაში სიტუაციის საკონტროლებლად ჩართულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე თავდაცვის სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური. ჩენგან აქ არის საპატრულო დეპარტამენტი, კრიმინალური პოლიცია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, სამაშველო სამსახური. გაკეთდა გამშვები პუნქტები, ის ინციდენტი, რაც გუშინ მოხდა ძალიან სამწუხარო და სამარაცხვინოა. ადამიანები, როლებიც ღამის 2 საათზე ადგნენ, გააკეთეს კარვები, თუ დაჭირდებოდა მარნეულის მოსახლეობას მზად იყვნენ დახმარებოდნენ, მთელი ღამე იმუშავეს, გამთენიისხანს მომახსენეს, - ბატონო მინისტრო, ყველაფერს მოვრჩით, დავალაგეთ საწოლები 100 კაცზეო, - ასეთ დროს მიდიან, შეურაცხყოფას აყენებენ, ხელით ეხებიან ... რაც მოხდა ყველამ ნახა... დავაკავეთ 2 პირი, ამ საქმეზე კიდევ ვმუშაობთ. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, მარნეული იქნება, თბილისი, თელავი, ზუგდიდი თუ ბათუმი, თუ ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს, ექიმს, პატრულს, მაშველს და მნიშვნელობა არა აქვს კიდევ ვის, ყველა დაისჯება უმკაცრესად"-განაცხადა მინისტრმა.