ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის შემოვლითი გზებზე პატრულირებენ

24-03-2020

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სპეციალურად მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე აკონტროლებენ. ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ მეორეხარისხოვან, შემოვლით გზებზე ხორციელდება პატრულირება და ოპერაციის რაიონის ტექნიკური თვალთვალის საშუალებით კონტროლი. სამხედროები მეორეხარისხოვან გზებს 24 საათის განმავლობაში დრონის, თერმული, ღამის ხედვისა და დღის პირობებში ოპტიკური საშუალებებით აკონტროლებენ.

მეორეხარისხოვანი გზების გაკონტროლების მიზნით თავდაცვის ძალების 6 სტაციონარული და 1 მობილური საკონტროლო პუნქტია მოწყობილი. დღე-ღამის განმავლობაში მობილური ჯგუფი სტაციონარულ პუნქტებს შორის ავტომანქანებით პატრულირებს, სტაციონარული პუნქტიდან კი, ქვეითი პატრული შემოვლით გზებს აკონტროლებს. სამხედროების მიერ დარღვევის ფაქტის აღკვეთა დაუყოვნებლივ ხდება.

მეორე დღეა მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული. საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთო. თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.