გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2018 წლის ბიუჯეტში ექვსმა მუნიციპალიტეტმა მარტოხელა მშობლების დახმარება არ გაითვალისწინა

9-02-2018

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის (HRDF) ინფორმაციით, 2018 წელს მარტოხელა მშობლებს 31 მუნიციპალიტეტი დაეხმარება. წლიური ბიუჯეტით დახმარება მარტოხელა მშობლებისთის კვლავაც არ აქვს გათვალისწინებული თბილისს, ვანს, ხაშურს, ქარელს, ახმეტასა და თერჯოლას, თუმცა მათ მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლები. თბილისში კი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი მარტოხელა მშობელია დარეგისტრირებული. 

2017 წელს ფონდმა მუნიციპალიტეტებს დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციითაც მიმართა, რადგან რვა მათგანი (კახეთის, შიდა ქართლის და იმერეთის მასშტაბით) მხოლოდ მარტოხელა მშობლებს ეხმარებოდა. შვიდმა მათგანმა დისკრიმინაციული ჩანაწერი გამოასწორა.

კერძოდ, მარტოხელა მშობლებს 2018 წლიდან ეხმარება შემდეგი მუნიციპალიტეტები:

ქუთაისი ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის საფასურის დაფინანსებით 30 ლარის ოდენობით;
წყალტუბო ერთჯერადი 300-ლარიანი ფულადი დახმარებით;
ბაღდათი ერთჯერადი 200-ლარიანი ფულადი დახმარებით;
კასპი ერთჯერადი 200-ლარიანი ფულადი დახმარებით მხოლოდ მარტოხელა დედებს ეხმარება. ამიტომ ფონდი გამგეობას დისკრიმინაციის გამოსწორების რეკომენდაციით მიმართავს.
ტყიბული კი მარტოხელა მშობლებს თავშესაფრით უზრუნველყოფისას დამატებით პრიორიტეტს ანიჭებს;
ხარაგაული მარტოხელა მშობლებს 200-ლარიან დახმარებას სთავაზობს ერთჯერადად.

2017 წელს მარტოხელა მშობლებს საქართველოს მასშტაბით 75 თვითმმართველი ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან  მხოლოდ 25 მათგანი ეხმარებოდა.