გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარნეულსა და ბოლნისში 20 000-ზე მეტი ადამიანი შეამოწმეს

25-03-2020


პრემიერის პრეს-სპიკერის ირაკლი ჩიქოვანის იფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და მედიკოსებისგან შექმნილმა ჯგუფმა მარნეულსა და ბოლნისში 20 000-ზე მეტი ადამიანი შეამოწმეს. მათ უტარებდნენ გამოკითხვას, უზომავდნენ სიცხეს, ასევე უტარდებოდათ სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. 20 000 ადამიანიდან მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა სიცხე, აქედან საყურადღებო იყო მხოლოდ 2 და ისინი მარნეულის საავადმყოფოში მოათავსეს.

"მარნეულში თავიდან იყო გარკვეული სირთულეები, რომელიც დაკავშირებული იყო მოსახლეობის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პრობლემა აღმოფხვრილია.

სიტუაცია ამ ორივე რაიონში მშვიდია, მინდა მათ მადლობა გადავუხადო. საზოგადოებაში არის სრული გაგება", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, მისი ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე StopCov.ge რეკომენდაციების გაცნობა უზრუნველყოფილია აზერბაიჯანულ ენაზეც, მალე მას დაემატება სომხური ენა.

ცნობისთვის, მარნეულის ტერიტორიაზე კორონავირუსის შიდა გადაცემა დაფიქსირდა - ანუ, დაავადდა ქალი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ამ მიზეზით მარნეული და ბოლნისი საკარანტინე ზონად გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

pia