25-03-2020
კახეთში, ამ დროისთვის კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა. ლაბორატორიაში გაგზავნილი კვლევის პასუხები COVID-19-ზე უარყოფითია. დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონულ განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, გაიზარდა როგორც თვითიზოლაციაში მყოფი ასევე საკარანტინე სივრცეში მყოფი პირების რაოდენობა.
რეგიონის მასშტაბით, ორი მუნიციპალიტეტში 8 საკარანტინე ლოკაციაზე 528 მოქალაქე იმყოფება. მათგან არცერთს არ აღენიშნება ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომი.
თვითიზოლაციაში იმყოფება 463 მოქალაქე, 18 უკვე დაუმთავრდა საინკუბაციო პერიოდი, 3 პირი კი თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო იძულებით გადაიყვანეს თბილისში საკარანტინე სივრცეში.
ორდღიანი კვლევის შედეგით, კახეთის რეგიონში დასახლებულ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან ამ ეტაპზე მარნეულის შემთხვევასთან არცერთი კონტაქტი ან კავშირი არ იკვეთება.
ამასთან, ვირუსის შესაძლო გავრცელების გამო, რეგიონში მდებარე საავადმყოფოები განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმში გადავიდა. ამ დროისთვის 3 მუნიციპალიტეტში 4 საავადმყოფოს აღჭურვა მიმდინარეობს, სადაც დაინფიცირებულ პაციენტებს სპეციალურად მოწყობილ ბოქსირებულ განყოფილებებში მოათავსებენ.