გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ზუგდიდის საბავშვიო ბაღებში საკვების გაცემა მიმდინარეობს

25-03-2020


ზუგდიდის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას დღეიდან შეძლებენ. პროდუქტების გაცემისთვის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდის მერთან ერთად დაესწრო.

ამ ეტაპზე ბაღის ყველა აღსაზრდელისთვის ორი კვირაზე გათვლილ პროდუქტს გასცემენ, იქნება დამატებით მეორე ეტაპის განხორციელებაც. ბაღებში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, მშობლებისთვის პროდუქტების წასაღებად შექმნილია ვიზიტების გრაფიკები, ადგილზე რიგებს კი მოხალისეები აწესრიგებენ.

ბაღის აღსაზრდელებისთვის გაცდენილი დღეების ულუფის გადაცემა ზუგდიდის მსგავსად, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება.