გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ჩიქოვანი: მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მოხალისეს, რომელიც აქტიურადაა ჩართული კორონავვირუსთან ბრძოლაში

25-03-2020

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოხალისეს, რომელიც აქტიურად არის ჩართული კორონავვირუსთან ბრძოლაში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


მისივე თქმით, მოხალისეების მეშვეობით, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს ადგილზე მიეწოდებათ როგორც სურსათი, ისე მათთვის საჭირო სხვა აუცილებელი ნივთები.


„ყველა ადამიანს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ვისაც აქვს აუცილებლობა, რომ ადგილზე ჰქონდეს მიწოდებული სურსათ-სანოვაგე, ან ნებისმიერი სხვა საშუალება, მოხალისეების მეშვეობით, მათ მიეწოდებათ როგორც სურსათი, ისე მათთვის საჭირო სხვა აუცილებელი ნივთები,“- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.