გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი ჩიქოვანი: მარნეულსა და ბოლნისში არ არსებობს პრობლემა სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ყველა ქსელური მაღაზია მუშაობს გამართულად

25-03-2020

საზოგადოებაში არის სრული გაგება, ამ ვითარებასთან მიმართებით. არ არსებობს პრობლემა სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ყველა ქსელური მაღაზია მუშაობს გამართულად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, არ არის არანაირი მიწოდების პრობლემა, თუმცა, მცირე ზომის სოფლის მაღაზიებში შეიძლება თავიდან ყოფილიყო გარკვეული შეფერხებები, მაგრამ ეს შეფერხებებიც აღმოფხვრილია.