გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს პროკურატურა სასამართლოებში საქმეების დისტანციურ განხილვაში ჩაერთო

25-03-2020

საქართველოს პროკურატურა, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, 2020 წლის 22 მარტიდან საერთო სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეების დისტანციურ განხილვაში ჩაერთო.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურის ყველა ოფისი აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და მოხდა პროგრამული უზრუნველყოფა, რაც პროკურორებს აძლევს შესაძლებლობას დისტანციურად ჩაერთონ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა განახორციელონ პროკურატურის ოფისებიდან. დღეის მდგომარეობით, დისტანციური წესით უკვე ჩატარდა 60-ზე მეტი სხდომა.

დისტანციურად ტარდება ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის სხდომები, აგრეთვე, არსებითად განიხილება ის სისხლის სამართლის საქმეები, რომელთა განხილვაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადების დაცვის თვალსაზრისით პრიორიტეტულია.

დისტანციური პროცესების დროს სრულად არის უზრუნველყოფილი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დაცვა და პროცესის მონაწილე ყველა მხარეს ეძლევა საკუთარი საპროცესო უფლებების შეუფერხებელი რეალიზების საშუალება.