გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გურიაში მრავალბინიან კორპუსებს დეზინფექცია უტარდება

25-03-2020

გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებს დილიდან დეზინფექცია უტარდება.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეტაპობრივად მუშავდება ამბულატორიები. რეგიონში ჯამში 101 საჯარო სკოლა და 85 საბავშო ბაღი დამუშავდა. საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა სპეციალური ხსნარით დამუშავდა სპორტული და კულტურული ობიექტები, სოციალური მომსახურების სააგენტო, აგრარული ბაზარი და ადმინისტრაციული შენობები.

"გურიაში კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდა. სამუშაოები მომდევნო დღეებშიც განხორციელდება. მოვუწოდებ მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში“ - აღნიშნა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.