გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ონის საბავშვო ბაღებიდან საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო

25-03-2020

საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო.

პროდუქტების გადაცემის პროცესი მერი მოხალისეებთან ერთად თავადაც ჩაერთო. საკვები პროდუქტი დღეს 3-4 წლიანთა ჯგუფის 26 აღსაზრდელს გადაეცა.

პროდუქტების გადაცემა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ყველა აღსაზრდელს მოიცავს.
საკვები პროდუქტების ამანათები დაჯგუფდა და მომზადდა ყველანაირი ჰიგინური ნორმების დაცვით, საბავშვო ბაღის პედაგოგიური კოლექტივისა და საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზებით.