25-03-2020
ქობულეთში, მოხალისეების მონაწილეობით, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების მიწოდება ხორციელდება. აქციაში, ქობულეთის მერი, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან ერთად არის ჩართული.
მირიან ქათამაძემ თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს, ასევე მუნიციპალიტეტის მცხოვრებ მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, რომ გაგებით მოეკიდონ ინიციატივებს, რომელიც მუნიციპალიტეტში ტარდება.
"კორონა ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის სამოქალაქო თვითშეგნება და მეწარეების სოციალური პასუხისმგებლობა.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მომზადდა სასურსათო კალათა.
ყველა სახის პრევენციული ღონისძიება მიღებული არის იმ მიზნით, რომ დაცულ იქნას ერთ-ერთი მთავარი სამართლებრივი და სოციალური ღირებულება ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს არის უპირველესი მიზანი და შესაბამისად, ამ უპირველესი მიზნიდან და პრიორიტეტიდან არის მიღებული გადაწყვეტილებები"-განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.
#StopCoV