გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თამაზ ნავერიანი: ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულის წინაშე არსებულ გამოწვევებს მყისიერი რეაგირებით და ეფექტური ნაბიჯებით ვპასუხობთ

26-03-2020

„მარნეულის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასშტაბური სამედიცინო შემოწმება. მოცემული ეტაპისთვის 3 481 ოჯახმა, ჯამში კი, 15 415 მოქალაქემ გაიარა სკრინინგი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები აწარმოებდნენ სადეზინფექციო სამუშაოებს ქალაქ მარნეულის ქუჩებსა და ახლო მდებარე სოფლებში. აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალ დღეებშიც გაგრძელდება“, - ამის შესახებ მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

„დროებით გამშვებ პუნქტთან გამართულ თათბირზე გაიწერა გეგმა, მომდევნო დღეებში, მუნიციპალიტეტებში საკვები პროდუქტის შემოტანის შესახებ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საგანგებო რეჟიმის პირობებში, მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს მყისიერი რეაგირებით და ეფექტური ნაბიჯებით ვპასუხობთ, რათა დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ავიცილოთ ვირუსის მასშტაბური გავრცელება“, - აღნიშნა თამაზ ნავერიანმა.