გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო წილოსანი: საქართველო იმ წამყვან ქვეყნებს შორის არის, რომელიც პანდემიას და ამ გამოწვევას სათანადოდ შეხვდა

26-03-2020

 

პარლამენტის გარეოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა “POSTV” -ის ეთერში კორონა ვირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ მმართველი პოლიტიკური გუნდის და კვალიფიციური სპეციალისტების ერთობლივი საქმიანობა და მიღწეული შედეგები შეაფასა.

 

 

 

„შეგვიძლია შუალედური ანალიზი გავაკეთოთ, რომლის საფუძველზეც სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ საქართველო ნამდვილად იმ წამყვან ქვეყნებს შორის არის, რომელიც პანდემიას და ამ გამოწვევას სათანადოდ შეხვდა. ეს უპირველესად არის მთავრობის სწორი, დროული და ეფექტური ნაბიჯები და რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის ღვაწლი. შეიძლება არავინ არ ამახვილებს ამაზე ყურადღებას, მაგრამ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა თავის განცხადებაში მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ გუნდს, იმისთვის რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ეპიდემიის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად იღწვიან და ამ ქვეყნის სამსახურში არიან. ესეც ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა. ჩვენ ვიცით წინა ხელისუფლებამ სად გაუშვა გარკვეული ასაკს ზემოთ მყოფი ადამიანები და როგორ ჩამოაშორა ისინი ყველა პროცესს. მიხარია, რომ დღეს ყველა ის პროფესიონალი და კვალიფიციური ადამიანი ქვეყნის სამსახურშია“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.​