გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ალექსანდრე მოწერელია ,,ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებას უპასუხისმგებლოს, მავნებლურს და ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეწყობას უწოდებს

26-03-2020


სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ პირბადეების დარიგების ფაქტს გამოეხმაურა, სადაც ასობით ადამიანი შეიკრიბა. ალექსანდრე მოწერელიამ მომხდარს უპასუხისმგებლო და მავნებლური უწოდა.

,,მინდა გამოვეხმაურო, იმ განხორციელებულ უპასუხისმგებლო ქმედებას, რასაც ადგილი ჰქონდა დღეს ზუგდიდის ცენტრში. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული შეკრება, სადაც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაარიგეს პირბადეები. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში, მაშინ როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს ვცდილობთ შევასრულოთ მაქსიმალურად და აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის შეკრება, დღეს ასობით ადამიანი შეკრიბეს და დაიწყეს პირბადეების დარიგება. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ ადამიანებს შორის ვირუსის გავრცელება არ მოხდება და ეპიდემიის სახით არ იფეთქებს ჩვენს რეგიონში? - ეს არის მავნებლობა და მიზანმიმრთული ქმედება იმისათვის, რომე ჩვენ რეგიონში გავრცელდეს ეპიდემია და კიდევ უფრო უმართავამდე მიიყვანონ მთელი ეს მდგომარეობა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში გუშინ გვქონდა დადასტურებული შემთხვევა კორონავირუსის“ - აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მომხდარზე სამართალდამცველების მხრიდან იყო რეაგირება:

,,ჩვენ მოგვიწია სამართლდამცველების მოხსნა, სხვადასხვა ობიექტებიდან, რომლებიც ისედაც დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, იმისათვის, რომ ეს უპასუხისმგებლო ქმედება შეგვეჩერებინა. ამ ყველაფერში მონაწილეობდა 200-მდე ადამიანი, მე უპასუხისმგებლობის, მავნებლობის და შეგნებულად ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეწყობის მეტს სხვას ამას ვერაფერს დავარქმევ! ასეთ დროს მსგავსი იაფფასიანი პოლიტიკური ტრიუკებით და პიარით ჩვენ კარგს ვერაფერს მივიღებთ ჩვენი ქვეყნისათვის, ეს უნდა ესმოდეს ყველას“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარის დროს სახელმწიფო რწმუნებულმა.