გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

26-03-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მდებარე დევნილთა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში ახალი კორონავირუსის  (COVID-19)  გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. იმერეთის რეგიონში სამუშაოები ჩატარდა ს/ს ინტურისტსა (ხვამლი) და სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დეზინფექცია ზუგდიდის ვექტორის დასახლებსა და სენაკის სამხედრო დასახლებაში განხორციელდა.

მომდევნო დღეებში სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა სხვა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებშიც  ჩატარდება.