გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ამირან სალუქვაძე: არასახელისუფლებო პოლიტიკურმა პარტიებმა, ამ განსაცდელის დროს, გამოცდები ვერ ჩააბარეს

26-03-2020


ჯერჯერობით არასახელისუფლებო პოლიტიკურმა პარტიებმა, ამ განსაცდელის დროს, გამოცდები ვერ ჩააბარეს. როცა საყოველთაო განსაცდელის დროს, როცა ხელისუფლებას ებრძვით, ამით მოსახლეობასაც უპირისპირდებით,- ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.


ექსპერტის თქმით, პოლიტიკურ პარტიებს, თუ დახმარება სურთ, აქტივისტების მობილიზება მიახდინონ და მოხალისეებად ჩაეწერონ.


,,ეკლესიებში ხალხის მისვლას ხომ აპროტესტებდით?! რამხელა ხმაური ატეხეთ და რა ცეცხლში გაატარეთ საპატრიარქო და მორწმუნეები. ასეთი თავყრილობების მოწყობას რა რეაქცია მოყვება, ველოდები. საგანგებო სიტუაციების დეკრეტი რომ დაირღვა, ფაქტია. საერთოდ, პარტიული ნიშნით დახმარებების დარიგება საყოველთაო გამოწვევის დროს, ბიბლიოთეკებში თუ რეგიონებში, არაა მთლად სწორი. ქართული ოცნება მხოლოდ თავის მომხრეებს უნდა დაეხმაროს? დახმარებები, როგორც კომპანიები აკეთებენ,, პარტიებმაც მთავრობასთან კოორდინირებულად უნდა გაწიოთ.

პოლიტიკურმა პარტიებმა დახმარებების წყაროც წარადგინეთ ან გამოაწვეყნეთ.

ბევრი სიცრუე ან უაზრო განცხადება ვრცელდება, რომელთა მიზანია ხალხის გაღიზიანება. კერძოდ: ევროპული საქართველოს მიერ 5 მილიარდის მოცულობის დახმარების სახით დარიგება, წმინდა წყლის პოპულიზმია. კარგი იქნება თუ 2008 წლის ომის შემოსული შემდეგ 5,5 მილიარდი დოლარის ანგარიშს ჩააბარებთ საზოგადოებას;

ცხელ ხაზთან დაკავშირებით ასევე სიცრუეს ავრცელებთ. გუშინ დარეკა ჩემმა შვილმა, მალევე უპასუხეს და კონსულტაციაც გაუწიეს; ტესტებთან დაკავშირებით განცხადებების გაგრძელება უკვე არასერიოზულია, როცა იცით, რომ აპრილის ბოლომდე 216 ათასი შემოვა. სირცხვილია განცხადებები ჩვენი მოქალაქეების უფრო სწრაფად დაბრუნებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, როცა ასობით მოქალაქე დააბრუნეს და უკვე გაცხადებულია, რომ არავის დატოვებენ უყურადღებოდ.

ჩვენს სამხედროებთან მიმართებაში ჩასაფრებაში ყოფნა ასევე სირცხვილია. ჯარისთვის, ისევე როგორც პოლიციისთვის, ეს არასპეციფიკური ამოცანაა, რომელსაც ჩვენი უსაფრთხოებისთვის ასრულებენ და მხოლოდ მადლიერნი უნდა ვიყოთ.

პოლიტიკურ პარტიებს, თუ დახმარება გსურთ, შეგიძლიათ აქტივისტების მობილიზება მიახდინოთ და მოხალისეებად ჩაეწერონ. მთავრობას რომ სთხოვთ 5 მილიარდის (500 მილიონი მაინც გეთქვათ) გამოყოფას, ტყუილად გაფინანსებთ ბიუჯეტი და გადარიცხეთ თანხები. ასევე პარტიული მულტიმილიონერები და მილიარდერები გყავთ, გაინძერით, სხვისი მილიონებისკენ რომ იშვერთ თითს.

ჯერ-ჯერობით, არასახელისუფლებო პოლიტიკურმა პარტიებმა, ამ განსაცდელის დროს, გამოცდები ვერ ჩააბარეს. როცა საყოველთაო განსაცდელის დროს, როცა ხელისუფლებას ებრძვით, ამით მოსახლეობასაც უპირისპირდებით. ბევრჯერ დავწერე. აგრძელებთ. პოლიტიკური პარტიების თემა დავხურე. ორიენტირი 2024-ზე"-განაცხადა სალუქვაძემ.