გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოში დამზადებული პირბადეები საპატრულო პოლიციასა და საკარანტინო ზონების პერსონალს გადაეცა

26-03-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში დამზადებული პირბადეების დარიგება დაიწყო. 70 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, საკარანტინო ზონების მომსახურე პერსონალი, მებაჟეები, მუნიციპალური მომსახურების საწარმოების თანამშრომლები, - ეს მიზნობრივი ჯგუფების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებით დამზადებული პირბადეები გადაეცათ.

პირბადეები უკვე დაურიგდათ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსა და იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებსაც სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან.

დღეს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა საქართველოში დამზადებული პირბადეები გადასცეს იმ სასტუმროების პერსონალს, სადაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტანდარტებით საკარანტინო ზონებია შექმნილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ რეკორდულად მოკლე დროში შეძლო და დაიწყო სადღეისოდ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დეფიციტური პროდუქტის წარმოება. „ჩვენ მოხარული ვართ, რომ პირბადეები უკვე გამოიყენება იმ სასტუმროებში, რომლებიც ჩართულია საკარანტინო პროგრამაში. მათ ეკონომიკის სამინისტრომ უკვე მიაწოდა აღნიშნული პროდუქცია. ეს პროგრამა ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.