გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ტყიბულისა და თერჯორლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულის მოსახლეობის და მეშახტეთა დასახმარებლად 100 000 ლარი გაიღო

27-03-2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ტყიბულისა და თერჯორლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო, ქალაქ ტყიბულში შახტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები და რაიონის სხვა საჭიროებები დაწვრილებით განიხილეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, დეპუტატი პირადი დანაზოგიდან ტყიბულის მოსახლეობისთვის, მათ შორის მეშახტეთა დასახმარებლად, 100 000 ლარს გაიღებს.

იმისათვის, რომ თანხის განკარგვა გამჭვირვალედ მოხდეს, ქალაქ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს და შახტის ადმინისტრაციას ეთხოვა, რომ მეშახტეთა მაღალი ჩართულობით, მაქსიმალურად დროულად შეიმუშაონ გამოყოფილი თანხის განაწილების კრიტერიუმები.