გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ვლადიმერ კახაძე: მოიხსენით პოლიტიკური მანტია, ცოტა ხნით დააცხრეთ თქვენი პოლიტიკური ვნებები და ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ხელისუფლება გეუბნებათ

27-03-2020


პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ კახაძე მიიჩნევს, რომ საკარანტინო რეჟიმის გამკაცრებულ პირობებში პოლიტიკური ინდულიგენცია არავის აქვს. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.


„დღეს გვაქვს გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ყველა უნდა გავუმკლავდეთ. ერთი რომელიმე სისტემის ცალკე გამოყოფა და მისი პასუხისმგებლობის ცალკე დაყენება დიდ სარგებელს ვერ მოგვიტანს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველა უნდა გადავიქცეთ ექიმებად, სანიტრებად, ექთნებად, პოლიციელებად, მესაზღვრეებად. სოციალური დისტანცირება კი არ არის მარტო საჭირო, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაა საჭირო. შენი მონაწილეობით განხორციელებული ყველა ქმედება, რაც სხვას საფრთხეს შეუქმნის, პასუხისმგებლობას გაკისრებს. ეს ეხება იმ აქციას, რომელიც ზუგდიდში მოეწყო! მახსოვს, როდესაც ჩვენ ვემზადებოდით ამ რთული გადაწყვეტილების მისაღებად, ბიუროს სხდომაზე გავაკეთე განცხადება, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღებისას საკარანტინო რეჟიმის გამკაცრების პირობებში, ვიღაცამ პოლიტიკური ინდულიგენციის ქვეშ რამე დანაშაული არ ჩაიდინოს-მეთქი. ვთხოვ ყველას, მოიხსენით პოლიტიკური მანტია, ცოტა ხნით დაიცხრეთ თქვენი პოლიტიკური ვნებები და ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ხელისუფლება გეუბნებათ. ხელისუფლების სამაგალითო ქმედება არის ის რომ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭო დაამსგავსა ძალიან კარგ კონსილიუმს. ის ყურადღებით ეკიდება ყველა იმ რჩევას, რომელიც მეცნიერებს, გამოცდილ ადამიანებს და საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება. ყველა გადაწყვეტილება ადამიანზე, პიროვნებაზე არის მორგებული, ანუ პიროვნების უსაფრთხოებაზე. გთხოვთ ახლა ყველას ამ უსაფრთხოებას გავუფრთხილდეთ“.